I-GO-ს შესახებ

რა არის I-GO?

I-GO ინიციატივა ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მიიღონ მორგებული რესურსების ეფექტურობის ცოდნა და დამხმარე სერვისები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ საქმიანობას, მდებარეობას და ბიზნეს საჭიროებებს. I-GO-ს საბოლოო მიზანია რესურსების ეფექტურობის შესახებ ცოდნისა და მხარდაჭერის სერვისების თარგმნა კონკრეტულ ქმედებებად, ბიზნესის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა ენერგიის მენეჯმენტი ან ნარჩენების მართვა, მდგრადობის, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

ვინ შეიმუშავა I-GO?

I-GO ინიციატივა შემუშავებულია Green Growth Knowledge Partnership-ის მიერ (მწვანე ზრდის ცოდნის პარტნიორობა) (GGKP) მწვანე ინდუსტრიის პლატფორმის მიერ, მწვანე ეკონომიკის სამოქმედო პარტნიორობასთან თანამშრომლობით. GGKP დაარსდა 2012 წელს და მას ხელმძღვანელობს მმართველი კომიტეტი, რომელშიც შედიან გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGI), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და მსოფლიო ბანკის უფროსი წარმომადგენლები. GGKP-ს აერთიანებს 80-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას, კვლევით ინსტიტუტს და ანალიტიკურ ცენტრს,  რომელიც ეძღვნება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას.

რა ინსტრუმენტებსა და სერვისებს გთავაზობთ I-GO?

I-GO გთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესის რესურსების ეფექტურობის მხარდაჭერის ინტეგრირებულ სტრუქტურას. ის უზრუნველყოფს სრულ ინსტრუმენტთა ნაკრების, რომელიც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრს, I-GO ასისტენტს, იმპლემენტაციის მენეჯერის ხელსაწყოს და სარეკლამო აქტივობებს და ქსელის შესაძლებლობებს.

რა კონკრეტულ მითითებებსა და მხარდაჭერის სერვისებს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი?

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი არის ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომელსაც მასპინძლობს მწვანე ინდუსტრიის პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ სწრაფ და მარტივ წვდომას უახლეს საინფორმაციო პროდუქტებსა და მხარდაჭერის სერვისებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ეს მოიცავს შემთხვევის შესწავლას, ტექნიკურ სახელმძღვანელო ონლაინ ინსტრუმენტებს, სასწავლო გადაწყვეტილებებს, ტექნიკურ მხარდაჭერას და ფინანსურ მექანიზმებს.

შესაბამისი სახელმძღვანელო და მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაადვილებლად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი სტრუქტურირებულია რესურსების ეფექტურობის სტრატეგიის შემუშავების ირგვლივ ხუთი ძირითადი მიმართულებით: ენერგიის მართვა, წყლის დაზოგვა, მატერიალური ეფექტურობა, ნარჩენების მართვა და მდგრადი ქიმიკატების მართვა. დამატებითი ფილტრები საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს აირჩიონ კონკრეტული ქვეთემები, გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს სექტორები.

როგორია I-GO Assistant ინსტრუმენტის მუშაობის პრინციპი?

I-GO Assistant არის ონლაინ რესურსების თვითშეფასებისა და ნავიგაციის ინსტრუმენტი, რომელიც სწრაფად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ბიზნესის რესურსების ეფექტურობის მიმდინარე სტატუსს მის მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე, აგრეთვე მისი მდებარეობის, მოცულობის და ზომის გათვალისწინებით. ყველა განხორციელებული ქმედების შესახებ რამდენიმე მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ინსტრუმენტი აწვდის მცირე და საშუალო ბიზნესის ინდივიდუალურ რეკომენდაციებს რესურსების ეფექტური გაუმჯობესების მიზნით, ასევე ადაპტირებული ცოდნისა და დამხმარე სერვისების სიას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ კონკრეტულ საჭიროებებს, მოწოდებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრის მიერ. დეტალები არ არის საჭირო, რადგან ეს არ არის დიაგნოსტიკური შეფასება.

ნნფორმაციის და ურთიერთობის რა შესაძლებლობებს გთავაზობთ I-GO?

I-GO ინიციატივა აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს და მათ მხარდამჭერ ორგანიზაციებს შესაძლებლობას გაუზიარონ გამოცდილება, დაუკავშირდნენ სხვა ბიზნესებს და მიიღონ საექსპერტო რჩევები მწვანე ფორუმის - წამყვანი საჯარო სივრცე მწვანე ზრდის შესახებ - გამოყოფილი სივრცის მეშვეობით. მწვანე ფორუმი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ადვილად დაუკავშირდნენ თანატოლებს მთელს მსოფლიოში, რათა მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ კავშირები უახლესი ცოდნის გასაზიარებლად. ის ასევე იძლევა შესაძლებლობას დაუსვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები და რჩევები ექსპერტებისგან ან თანატოლებისგან, რომლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები ან შესაბამისი გამოცდილება.

რა ფუნქციების განვითარებას გეგმავს I-GO?

გრძელვადიანი და მდგრადი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად, I-GO ინიციატივა გეგმავს განავითაროს და დანერგოს იმპლემენტაციის კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს განავითარონ და მართონ რესურსების ეფექტურობის კონკრეტული პროექტი, დაწყებული შესაძლებლობების იდენტიფიკაციიდან, მათი გამოყენების გააზრებიდან, შესაბამისი მხარდაჭერის სერვისებზე წვდომიდან და დამთავრებული შესრულების თვალყურის დევნებამდე.

შემიძლია გავხდე I-GO ქსელის წევრი?

I-GO ინიციატივის ეფექტური განხორციელება და მუდმივი გაუმჯობესება დამოკიდებულია თანამშრომლობაზე. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, შეიძლება გახდეს I-GO ქსელის წევრი, თუ ის:

  • უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის შესაბამის რჩევებს და/ან რესურსების ეფექტურობის მხარდაჭერას. მაგალითად, ეს შეიძლება მოიცავდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებს; და / ან
  • იგი უშუალოდ ურთიერთქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციასთან, როგორიცაა ბიზნეს ასოციაციები და მსხვილი კომპანიები მცირე და საშუალო ბიზნესის მიწოდების ქსელით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით საიტზე

წვანე ინდუსტრიის პლატფორმები    и ან  დაგვიკავშირდით  и