Recommendation QF4d (partly)

რატომ არის უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის?

ვინაიდან თქვენმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა ნარჩენების მართვის პროგრამა, რომელიც უზრუნვეელყოფილია ნარჩენების მონიტორინგის სისტემით, მნიშვნელოვანია ასევე შეაფასოთ ნარჩენების მართვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგები. ასეთი შეფასება უზრუნველყოფს ინფორმაციის მთელ რიგს, არსებული ზომების კორექტირებიდან დაწყებული ნარჩენების მართვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენით დამთავრებული. ამ ინფორმაციის საფუძველზე მოქმედება არის პირველი ნაბიჯი უწყვეტი გაუმჯობესების პროცესში ჩართვისკენ.

თქვენი კომპანიის ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში უწყვეტი გაუმჯობესების პროცედურის ჩართვა საშუალებას მისცემს თქვენს კომპანიას უფრო ადვილად მოერგოს ცვალებად გარემოებებს (მაგ. მატერიალურ დეფიციტს, მომხმარებელთა მოთხოვნებს, რეგულაციებს და ა.შ.), ასევე მხარი დაუჭიროს მისი ოპერირების ხარისხისა და პროდუქტიულობის უწყვეტ გაუმჯობესებას.

თუ თქვენს კომპანიას ჯერ არ აქვს სერტიფიკატი ან არ ახდენს პროდუქტის დეკლარაციას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მაგალითად, მესამე მხარის სასიცოცხლო ციკლის შეფასებით, მაშინ ეს ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ. ეს საშუალებას მისცემს თქვენს კომპანიას შეადაროს თავისი საქმიანობა კონკურენტებისას და მიჰყვეს ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკას. ის ასევე წარმოადგენს თქვენი კომპანიის პროგრესის კლიენტებთან წარმოჩენის მნიშვნელოვან ხერხს.

თქვენმა კომპანიამ ასევე შეიძლება გამოიყენოს ნარჩენების მონიტორინგის სისტემის გამოცდილება მთლიანი რესურსეფექტურობის მონიტორინგისა და განხილვის პროცესის შემუშავებაში, როგორც ეს აღწერილია ზემოთ რესურსეფექტურობის სტრატეგიის რეკომენდაციაში.

Type
Recommendation